პროექტის სახელი: გარემო ჩვენს ირგვლივ.
პროექტის მიზანი: მოვაწესრიგოდ და გავალამაზოდ ჩვენი საკლასო ოთახის მიმდებარე ტერიტორია.
პროექტის სრული აღწერა: ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ მსგავს პროექტებს, მოსწავლეები თვითონ დაალაგებენ და დაასუფთავებენ ტერიტორიას, უფროსების დახმარებით გაიჩეხება მაყვლის ბუჩქები, გაიტანენ ნაგავს, გაიზომება კედელი, გაკეთდება ცხრილები, უფროსების დახმარებით მოიძიებენ საღებავის შესაძენ თანხას, ითანამშრომლებენ სხვა სკოლის და სხვა კლასის მოსწავლეებთან, შეახამებენ ფერებს, შეღებავენ და მოხატავენ კედელს.
მონაწილეთა ასაკი: 6-7, 9-10.
ვადები: 3 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში : ლექცია - გარემო და ადამიანები, ხელოვნება - ესკიზების შექმნა, გამოფენის მოწყობა, ფერების შეხამება, მათემატიკა - კედლის გაზომვა და კვადრატებად დაყოფა.
მოსალოდნელი შედეგები: ისწავლიან გარემოს გაფრთხილება, განუვითარდებათ კვლევის უნარი - ჩვევები, ისწავლიან თანამშრომლობას სხვა კლასის მოსწავლეებთან, სილამაზის აღქმას, პასუხისმგებლობა ბუნებაზე და გარემოზე
სარგებლობა სხვებისათვის: სუფთა და ლამაზი გარემო
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა - კედლის გაზომვა და ცხრილების შედგენა. ბუნება - წელიწადის დროები, გაზაფხულისთვის დამახასიათებელი ნიშან თვისებების გარკვევა, ხელოვნება - გაზაფხულის ფერები, თბილი და ცივი ფერები, ისტ - გაიუმჯობესებენ კომპიუტერთან მუშაობის უნარ - ჩვევებს.
მონაწილეები სხვა სკოლიდან: კრივის სკოლა.
პროექტის ფასილიტატორი: ქეთევან გორგიშელი.
ფასილიტატორის ელ-ფოსტა: qetevangorgisheli@gmail.com
суббота, 3 апреля 2010 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий